ეშლი გრეჰემი: გულწრფელობა და ღიაობა ლამაზია

3453

ეშლი გრეჰემი 30 წლის ამერიკელი მოდელია. მისი სურათები წლებია წამყვანი გამოცემების გარეკანზე იბეჭდება. მისი სამოდელო კარიერა 2001 წელს ჟურნალ ვოგთან თანამშრომლობით დაიწყო.

ეშლი 1 მეტრი და 77 სანტიმეტრია, წონაში 91 კგ. ის არა ერთხელ დასახელდა ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოდელების ათეულში. ეშლის გარეგნობაზე ხშირად დაობენ, ზოგი ამას უბრალოდ სიმსქუნეს უწოდებს, ზოგი კი სილამაზეს.

თუმცა დღესღეობით როცა ფრაზა “Body Positive” ასეთი პოპულარია, ეს ნამდვილად ეშლის დამსახურებაცაა.

პლას საიზ მოდელი ეშლი გრეჰემი კვლავ ინარჩუნებს ყველაზე გულწრფელი ქალღმერთის პოზიციას. სწორედ მან აქცია პრივილეგიად დიდი სხეული – ის რაც წლების წინ სამოდელო ბიზნესში წარმოუდგენელი იყო. ეშლი საცურაო კოსტიუმების ბრენდის Swimsuits-ის პარტნიორი გახდა და კოსტიუმების თავისი ხაზი გამოუშვა.

თუმცა ეს ყველაფერი არაა – კოსტიუმების გასარეკლამებლად გრეჰემმა პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოშოპში დამუშავების გარეშე სურათები გამოიყენა.

“გადავწყვიტეთ რომ პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გამოგვეყენებინა სარეკლამო კამპანიისთვის. გულწრფელობა და ღიაობა ლამაზია”, – დაწერა მან ინსტაგრამზე.

ირინკა ფაღავა