ვამპირებზე მონადირის როლს მაჰერშალა ალი შეასრულებს

1236

სან-დიეგოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ Comic-Con-ზე, 20 ივლისს Marvel-მა უახლოეს წლებში რამდენიმე კინოპროექტის შექმნა დააანონსა. როგორც გაირკვა 2021 წელს გამოვა ფილმები “შავი ქვრივი”, “თორი”, “დოქტორი სტრეინჯი” და Marvel-ის სხვა გმირების მონაწილეობით.

ახალი “ბლეიდის” გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სტუდია გვპირდება, რომ ვამპირებზე მონადირის როლს მაჰერშალა ალი შეასრულებს, რომელიც ცნობილია ფილმებიდან და სერიალებიდან “ბანქოს სახლი”, “ნამდვილი დეტექტივი”, ასევე “მწვანე წიგნიდან” სადაც მის მიერ შესრულებული მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის როლისთვის ოსკარი აიღო.

როგორც The Hollywood Reporter წერს, ალიმ თავად მიმართა Marvel-ს ფილმის ფრანჩაიზის გადაღებასთან დაკავშირებით. ის თუ ვინ იქნება ახალი “ბლეიდის” რეჟისორი ჯერ უცნობია.