საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის პერსონალურ გამოფენას „ნული” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
“ხატვის პროცესი 2017 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისამდე მთლიანად დამყარებული იყო მოულოდნელობებზე. ამ მოულოდნელობებს განაპირობებდა მეთოდი და მასში გამოყენებული საღებავი (აკვარელი). შედეგსნამუშევრის დამთავრებისთანავე ვერ ვხედავდი. მხოლოდ მეორე დღეს შემეძლო ნამუშევრის სრულყოფილად დათვალიერება. არ ვიცოდი დღეღამის განმავლობაში როგორ გაშრებოდა, რა სიურპრიზს შემომთავაზებდატილოზე საღებავში დიდი რაოდენობით გამოყენებული წყალი. ჩემი მდგომარეობა ცოტათი იმ ადამიანის მდგომარეობას გავდა, რომელიც დილით ელოდება ტელეფონის მნიშვნელოვან ზარს… ყოველი შემდეგი დღეიწყებოდა იგივე მოლოდინით და იმავე წერტილიდან – ნულიდან.” – ვახო ბუღაძე.
გამოფენის გახსნა: 4 ივნისი | 19:00
ხანგრძლივობა: 4 ივნისი – 4 ივლისი, 2019
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11