ვენეციის ტრადიციული კარნავალი ონლაინ–რეჟიმში კორონავირუსის პანდემიის გამო იმართება. ოფიციალურ საიტზე ტრანსლაციები და სპეციალურად ჩაწერილი პროგრამების ხილვა შეიძლება.
ორგანიზატორების განცხადებით, კოსტუმების, ნიღბებისა და ისტორიული კაბების სანახავად ვირტუალური ოთახებია შექმნილი. თუმცა, მსვლელობა და ტრადიციული “ანგელოზის ფრენა” არ შედგება.
აღსანიშნავია, რომ სექტორის დანაკარგი 80–90%–ს შეადგენს, განსაკუთრებით იზარალეს ადგილობრივმა ოსტატებმა, რომელთა ნამუშევრებიც რამდენიმე ათას ევროდ იყიდება.
კარნავალის ნახვა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ: