ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური პროგრამა ცნობილია

769

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურ პროგრამას აქვეყნებს. ჟიურის არგენტინელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი ლუკსერია მარტელი უხელმძღვანელებს. ბრიტანელი მსახიობი ჯული ენდრიუსი და ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი “ოქროს ლომს” კინო–ხელოვნების დარგში შეტანილი წვლილისთვის მიიღებენ. კონკურსის პროგრამაში 20–ზე მეტი ფილმია.

“ფილმთა უმრავლესობა გვიამბობს ქალთა საკითხებზე, თუ როგორ პირობებში უწებთ ცხოვრება ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა ბევრი მათგანი არაა ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული. სამწუხაროდ, ისინი კვლავ უმცირესობაში არიან”, – აცხადებს კინოფესტივალის დირექტორი, ალბერტო ბარბერა.

ძირითადი ჯილდოსთვის ევროპული კინოს კლასიკოსის, რომან პოლანსკის ბოლო ნამუშევარი “დრეიფუსის საქმე” იბრძოლებს. ასევე საკონკურსო პროგრამაშია ამერიკელი რეჟისორის, ტოლდ ფილიპსის “ჯოკერი”.

საპატიო ჯილდოზე პრეტენზიას აცხადებს ჯეიმს გრეის ფილმი “ვარსკვლავებისკენ”.

ვენეციის კინოფესტივალი კუნძულ ლიდოზე 28 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გაიმართება.