ვენეციის 76–ე კინოფესტივალი დასრულდა. “ოქროს ლომი” ფილმმა “ჯოკერი” მიიღო.
ჟიურის გრან–პრი კი რომან პოლანსკის “ოფიცერსა და ჯაშუშს” ერგო.
ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის როი ანდერსონს გადეცა.
საუკეთესო მსახიობი ქალი არიან ასკარიდი გახდა, ხოლო მსახიობი მამაკაცი – ლუკა მარინელია.
გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
ძირითადი პროგრამა:
საუკეთესო ფილმი – “ჯოკერი”, რეჟისორი ტოდ ფილიპსი.
ჟიურის გრანპრი – “ოფიცერი და ჯაშუში”, რეჟისორი რომან პოლანსკი
ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის – როი ანდერსონი, “უსასრულობის შესახებ”.
ვოლპის თასი საუკეთესო მსახიობ ქალს – არიან ასკარიდი.
ვოლპის თასი საუკეთესო მსახიობ მამაკაცს – ლუკა მარინელი.
საუკეთესო სცენარი – იუნფანი, “სახლი ნომერი შვიდი ჩერი ლეინზე”.
ჟიურის სპეციალური პრიზი – “La mafia non e piu quella di una volta”, რეჟისორი ფრანკო მარესკო.
მარჩელო მასტროიანის პრემია საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს – ტობი უოლესი.
პროგრამა “ჰორიზონტები”:
საუკეთესო ფილმი – “Atlantis”, რეჟისორი ვალენტინ ვასიანოვიჩი.
საუკეთესო რეჟისურა – ტეო კორტი, “Blanco En Blanco”
ჟიურის სპეციალური პრიზი – “ვერდიქტი”, რეჟისორი რეიმუნდ რობეუ გუტირეზი
საუკეთესო სცენარი – “Revenir”, რეჟისორის ჯესიკა პალიუ.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – სამი ბუაჟილა, “Bik Eneich – Un Fils”
საუკეთესო მსახიობი ქალი – მარტა ნიეტო, “დედა”
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “Darling”, რეჟისორი საიმ სადიკი
ვენეციური კლასიკა:
პრემია საუკეთეოს დოკუმენტურ ფილმისთვის – “Tell Me When I Die”, რეჟისორი ბარბარა პასი.
პრემია საუკეთესოდ რესტავრირებული ფილმისთვის – “Exstasy”, რეჟისორი გუსტავ მაჰატი.
Venice VR
საუკეთესო VR – ფილმი – «The Key», რეჟისორი სელინ ტრიკარტი
Best VR Story Award – «Daughters of Chibok», რეჟისორი, ჯოელ კაჩი ბენსონი
Best VR Experience Award – «A Linha», რეჟისორი რიკარდი ლაგანარო