ვენეციის კინოფესტივალს იაპონელი რეჟისორის, ხიროკაძუ კორეედის ფილმი “სიმართლე” გახსნის. ფილმში მონაწილეობენ კეტრინ დენევი, ჟულიეტ ბინოში და ითან ჰოუკი. აღსანიშნავია, რომ ფილმი ძირითად კონკურსში მონაწილეობს.
“სიმართლე” რეჟისორისთვის პირველია ფილმია, რომელიც გადაღებული არაა იაპონიაში. კორეედას სადებიურტო ფილმმა “მოჩვენებითი შუქი” 1995 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ერთი პრიზი, საუკეთესო ოპერატორისთვის უკვე მიიღო, ხოლო 2018 წელს ფილმს “მაღაზიის ქურდები” ოქროს პალმის რტო გადაეცა.