ვერდის ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდება

654

ვერდის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს. წელს ვერდის ფესტივალი პირველად გასცდება იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდება.

2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის სამწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ღონისძიება ტარდება პროგრამის ,,საქართველო, ევროპა” ფარგლებში

ოპერა გალა, ფესტივალის დასკვნითი საღამო, გაიმართება ქართველი და უცხოელი საოპერო ვარსკვლავების მონაწილეობით.