ვერნერ ჰერცოგმა კანის კინოფესტივალზე ფილმი წარადგინა

555

ვერნერ ჰერცოგმა კანის კინოფესტივალის სპეციალურ ჩვენებაზე ახალი ფილმი, “საოჯახო რომანი” წარადგინა. გერმანელ რეჟისორს მისი შექმნა იაპონიაში ფართოდ გავრცელებულმა სერვისმა შთააგონა, რომლის მომხმარებელსაც სთავაზობენ მსახიობის ქირაობას, რომელსაც მომხმარებლის სურვილის მიხედვით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე გარკვეული ადამიანის როლის შესრულება შეუძლია (მეუღლე, ოჯახის წევრი, მეგობარი).

“საოჯახო რომანში” თორმეტი წლის გოგონასთვის ქირაობენ მამაკაცს, რომელმაც მისი მამის როლი უნდა შეასრულოს.

“ამ ფილმში დაინახავთ ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობებს. . . ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია არაა”, – განაცხადა ვერნერმა.