ქალი, რომელსაც მოდის სფეროში უდიდესი წონა აქვს და ცნობილ გამოცემებს არაერთხელ დაუსახელებიათ როგორც „ყველაზე გავლენიანი ქალი მოდის ინდუსტრიაში“, ბრიტანელ-ამერიკელი ანა ვენტურია.

„კარე“ და შავი სათვალე მისთვის ერთგვარ „საფირმო ნიშნად“ იქცა – ვარცხნილობა მას 14 წლის ასაკის შემდეგ არ შეუცვლია.

ვენტური 1988 წლიდან ცნობილი მოდის გამოცემის Vogue რედაქტორია და ამასთან, როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, მისი გავლენა მსოფლიოს წაყვან დიზაინერებზე საკმაოდ დიდია. ვინტური დაეხმარა მარკ ჯეიკობსს, მუშაობა დაეწყო ლუი ვიტონთან, ანტისემიტიზმთან დაკავშირებული ცნობილი საკნდალის შემდეგ კი ჯონ გალიანო სწორედ ვინტურის დახმარებით დაუბრუნდა მოდის სფეროს. დიზაინერებისთვის მის აზრს კოლექციებთან დაკავშირებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უკარება და მომთხოვნი ხასიათის გამო ანას მეტსახელად „ბირთვული ვინტური“ შეარქვეს.

მისმა ყოფილმა პირადმა ასისტენტმა ლორენ ვეისბერგმა 2003 წელს ბესტსელერი რომანი „ეშმაკს აცვია პრადა“ დაწერა, მოგვიანებით წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს, სადაც მთავარი გმირის, მირანდა პრისლის როლს მერილ სტრიპი ასრულებს. პრისლის პროტოტიპი სწორედ ანა ვინტურია.

ანას მამა, ჩარლზ ვინტური გაზეთის Evening Standard რედაქტორი იყო და მისგან გამომცემლისთვის საჭირო ბევრი მნიშვნელოვანი რჩევა მიიღო. ვინტური მოდით მოზარდობის პერიოდში დაინტერესდა, მოდის ჟურნალისტის კარიერა ბრიტანულ ჟურნალებში დაიწყო, 1980-იანი წლებიდან კი Vogue-ის სათავეშია. „ვოგის“ რედაქტორი ყოველ დილას 5 საათზე იღვიძებს, რომ სამსახურში წასვლამდე ჩოგბურთი ითამაშოს. სპორტის ეს სახეობა იმდენად უყვარს, რომ რეგულარულად ესწრება ჩოგბურთის შეჯიბრებებს.

ასევე საინტერესო ფაქტია რომ „ყინულის დედოფალი“ წვეულებებზე მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში რჩება და ყოველ ღამე 10:15 საათზე წვება დასაძინებლად. თუ ვენტურთან თანამშრომლობა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძლიერ პიროვნებებს ეძებს.
„არ მომწონს ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მეთანხმებიან. მჭირდება ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ კამათი, ან შეუძლიათ არ დამეთანხმონ ყველა მოსაზრებაზე, უნდა ჰქონდეთ ხედვა, რომელიც ჟურნალზეც აისახება. მამაჩემს სჯეროდა, რომ ძლიერი პიროვნებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მან არაჩვეულებრივი მწერლები მიიღო Standard-ში, ვცდილობ, მის მსგავსად მოვიქცე,“ – ამბობს ანა.
საკუთხარი თავის ერთდაერთ სისუსტედ თავის შვილებს, ჩარლზს და კეტრინს მიიჩნევს, რომლებიც მისი ყოფილი ქმრისგან ყავს. კეტრინი დეილი მეილისთვის წერს და ამბობს რომ არ აპირებს დედის კვალს გაჰყვეს. „ტელეგრაფთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან უყვარს ნიუ-იორკი, რადგან ეს არის ქალაქი, სადაც ხალხს მუშაობა სურს. „მიყვარს იმიტომაც, რომ აქ მცხოვრები ყველა ადამიანი საიდანღაც არის ჩასული, არავინ განგიკითხავს აქცენტის გამო, არავინ დაინტერესდება ვინ იყო მამაშენი…“ – აღნიშნა ვინტურმა. მისი ქონება, დაახლოებით, 35 მლნ დოლარია, წლიური შემოსავალი კი 2 მლნ დოლარს შეადგენს.
ირინკა ფაღავა