ვინ არის ბეტმენის როლის საუკეთესო შემსრულებელი

652

ამერიკელი მაყურებლის 39% ფიქრობს, რომ ბეტმენის საუკეთესო როლის შემსრულებელი კრისტიან ბეილია. ინფორმაციას გამოცემაThe Hollywood Reporter კომპანია Morning Consult-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.   

ხმების 38% მაიკლ კიტონმა მოაგროვა და მეორე ადგილზეც გავიდა. სამეულში ხმების 19%-ით ჯორჯ კლუნი მოხვდა.

ბენ აფლექს გამოკითხვის შედეგად ხმების 18% ერგო, ხოლო 17%-მა ხმა ბელ კილმერს მისცა.

მეტ რივზის ფილმში ბეტმენის როლს რობერტ პატინსონი შეასრულებს. ამის შესახებ Deadline წერს.

კომპანია WarnerBros-მა რობერტ პატინსონსა და ნიკოლას ჰოლტს შორის არჩევანი „ბინდის საგას“ ვარსკვლავზე გააკეთა.

თავად პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმში მთავარ როლს ბენ აფლექი შეასრულებდა, რომელმაც 2016 წლიდან ბეტმენი რამდენიმე ფილმში განასახიერა.

კომპანია WarnerBros-ის ცნობით, ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს შედგება.