ვის გადაეცემა ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო

546

ცხოვრებისეული მიღწევებისთვის “ოქროს ლომი”, ვენეციის 78–ე კინოფესტივალის ფარგლებში, ჯეიმი ლი კერტისს გადაეცემა.

“საოცარია, რომ ამ ინდუსტრიაში უკვე საკმარისად დიდხანს ვიმუშავე, რათა ასეთი აღიარება მომეპოვებინა და ის, რაც ახლა ხდება ბევრს ნიშნავს ჩემთვის”, – აცხადებს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კინოფესტივალი 2021 წლის 1–11 სექტემბერს გაიმართება.