ვის შეხვდება ოქროს პალმის რტო

1198

ვის შეხვდება კანის 72–ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი? წელს კონკურენცია ძალიან დიდია – კვენტინ ტარანტინო, პედრო ალმოდოვარი, ძმები დარდენები, კენ ლოუჩი და ტერენს მალიკი.

პროგნოზები კინოფესტივალიუს სტუმრებმა თავად შემოგვთავაზეს:

“სამხრეთკორეული ფილმი გვაჩვენებს თანამედროვე საზოგადოებასა და მის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისებს.”

“წელს ორი ფავორიტი მყავს: ლაჯ ლი და მატი დიონი. ამ ორი რეჟისორის ნამუშევრები მომეწონა.”

“ჩემს პირად სიაში პირველი ადგილზეა ფილმი, რომელიც ვერ გაიმარჯვებს – “გაძევებულები”. ხოლო კონკურსის ფარგლებში “ატლანტიკას” და “ახალგაზრდა ქალის პორტრეტი ცეცხლში” ავირჩევდი.”

“მგონია, რომ ეს წელი აღმოჩენების წელია კანში.”

კინოფესტივალი მალე დასრულდება. კონკურსში სულ 21 ფილმი მონაწილეობს. გამარჯვებულის ვინაობა შაბათს გახდება ცნობილი.