ქართველი ბარიტონი ლაშა სესიტაშვილი “ლა სკალაში”, ჯაკომო პუჩინის კომედიურ ოპერაში “ჯანი სკიკი” წარსდგა. საოპერო დადგმა რეჟისორ ვუდი ალენს ეკუთვნის.
83 წლის ოსკაროსანი რეჟისორისთვის მილანის საოპერო თეატრში დებიუტი შედგა. სპექტაკლი 19 ივლისამდე გასტანს. ვუდი ალენმა ოპერის მოქმედება ფლორენციიდან ნეაპოლში გადაიტანა, ხოლო მთავარი პერსონაჟი ჯანი სკიკი მსხვილ მაფიოზად წარმოადგინა.