ვუდსტოკის 50-ე მუსიკალური ფესტივალი წელს აღარ გაიმართება. ინფორმაციას Variety ავრცელებს.
ფესტივალი 16-18 აგვისტოს ბალტიმორთან ახლოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა მომღერლებმა მაილი საირუსმა, ჯასტინ ბიბერმა და ასევე ჯგუფებმა Santana და Country Joe მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ვუდსტოკის ფესტივალი პირველად 1969 წელს ნიუ-იორკში, ქეთსქილის მთების რძის ფერმაში, 15-18 აგვისტოს ჩატარდა და 400 000 მსმენელი ჰყავდა. მაშინ ღია ცის ქვეშ 32 ბენდი წარდგა მსმენელის წინაშე. მას შემდეგ ვუდსტოკი მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს მომენტად მუსიკის ისტორიაში.