საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში ზაფხულის სეზონს 29 ივნისს გახსნის.
„გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს. ასევე კურორტზე ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის 5000-მეტრიანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.
“საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობის გაზრდისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში“, – წერია განცხადებაში.