მალტაში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „Arpeggio – International Singing Competition” ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ზღვის შვილები“ წარმატებით წარდგა მსმენელის წინაშე. ანსამბლმა კონკურსზე მოიპოვა პრიზი საუკეთესო შესრულებისთვის, გრანპრი, კონკურსის 1 და მე-2 საპრიზო ადგილები, ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით ანსამბლი მიიწვიეს სიმღერის საერთაშორისო კონკურსებზე გერმანიაში, უნგრეთში, ესტონეთში, იტალიასა და ლატვიაში.
ანსამბლის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საერთაშორისო კონკურსში ანსამბლის წევრების მონაწილეობამ ხელი შეუწყო ახალგაზრდა შემსრულებლების შემოქმედებით ზრდას, გამოცდილების გაღრმავებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას.
ანსამბლ „ზღვის შვილები“-ს მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
წარმოდგენილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით – „კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ – გათვალისწინებული „მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსდა.
საერთაშორისო კონკურსი მალტაში 2019 წლის 23-27 მაისს გაიმართა.