თათო გვარიშვილი: კონცერტს მრგვალ ბაღში, ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად დააგვირგვინებს

1489

„GERA მომავალშიც ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ“, – ამის შესახებ საქართველოს უფლება მფლობელთა ასოციაცია GERA-ს გენერალურმა დირექტორმა თათო გვარიშვილმა Allart.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონცერტს მრგვალ ბაღში დღეს, ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად დააგვირგვინებს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ თბილისში დარჩენილი მოქალაქეებისთვის, მთელი აგვისტოს განმავლობაში, ყოველ პარასკევს მუსიკალური საღამოები მოგვეწყო. GERA-ს ეგიდით უკვე ჩატარდა სამი კონცერტი. დღევანდელ მუსიკალურ საღამოს კი ზუკა ხუციშვილი ახლად შექმნილ ბენდთან ერთად დააგვირგვინებს. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაციის წევრებს, რომლებმაც დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს იდეა და სრულიად უსასყიდლოდ, სიამოვნებით ჩაერთნენ ამ პროექტში.

გამომდინარე იქიდან, რომ მრგვალი ბაღი, შემსრულებელსა და მსმენელს შორის ახლო კომუნიკაციის საშუალებას იძლეოდა, კონცერტები დაგეგმილზე დიდხანს გრძელდებოდა, რითაც ბედნიერები ვართ. GERA მომავალშიც ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ“, – აღნიშნა თათო გვარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 30 აგვისტოს, მრგვალ ბაღში ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად იმღერებს. მუსიკალური საღამო 20:00 საათზე დაიწყება.