თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი, გერჰარდ რიხტერი 1932 წლის 9 დეკემბერს დრეზდენში დაიბადა. 1948-1951 წლებში ციტაუს სამხატვრო სკოლაში სწავლობდა, ხოლო 1952-1956 წლებში დრეზდენის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.

1961 წელს მეუღლესთან ერთად დასავლეთ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა.

დასავლეთ გერმანიაში გერჰარდ რიხტერმა დაიწყო მუშაობდა ზიგმარ პოლკესა და კონრად ფიშერ–ლოიგთან ერთად. ისინი პოპ–არტის სტილში სარეკლამო განცხადებებს ქმნიდნენ.

რიხტერის პირველი გამოფენა 1963 წელს, დიუსელდორფში ცარიელ პავილიონში შედგა. 1967 წელს კი მას პრემია “დასავლეთის ნიჭიერი ახალგაზრდა” გადაეცა.

1970 წელს რიხტერმა შექმნა მინიმალისტური ნამუშევრების სერია სახელად “ნაცრისფერი”.

1972 წელს გერჰარდ რიხტერმა წარადგინა გერმანია ვენეციის ბიენალეზე. მხოლოდ ერთ მხატვარს დაუთმეს მთელი პავილიონი – რიხტერს.

აშშ–ში მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1973 წელს შედგა.

“ნაცრისფერი. ის არაფერს აცხადებს: არ ბადებს გრძნობებს, ასოციაციებს. ის არც უხილავია და არც აშკარა. ჩემთვის ნაცრისფერი მიუკერძოებლობის ერთადერთი ექვივალენტია”, – წერდა 1975 წელს რიხტერი.

1981 წელს გერჰარდ რიხტერი არნოლ ვოდეს, ხოლო 1985 წელს – ოსკარ კოკოშკას სახელობის პრემიების ლაურეატი გახდა. ამის შემდეგ მისი ექსპონატები ყველაზე დიდ მუზეუმებში იმკვიდრებენ თავს.

დღეს რიჰარდ რიხტერი თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევარი ლონდონში, Sotheby’s–ს აუქციონზე 46,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

“აბსტრაქტული ნამუშევრები მართლაც რაღაცას გვაჩვენებენ, უბრალოდ გვაჩვენებენ იმას, რაც არ არსებობს. მათ გააჩნიათ იგივე მოთხოვნილებები, რაც ფიგურაციურ ნამუშევრებს: ისინი ითხოვენ წესრიგს და სტრუქტურას. ტილოს ნახვისას თქვენ უნდა თქვათ: “ეს პრაქტიკულად რაღაცას ჰგავს”. თუმცა სინამდვილეში ეს არაფერს წარმოადგენს!”
გერჰარდ რიხტერი
