თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა „უცხოს გავლით” გაიმართება

1986

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა „უცხოს გავლით” გაიმართება, რომელიც აერთიანებს სამ მხატვარს: ანდრეა ბარძაგის, მანანიკო კობახიძეს და ლორენცო პინჯიტორეს.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის თანაორგანიზებით.