„თბილისობა 2019“-ის პროგრამა

874

5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდიროჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენებიდა სხვა.

ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი  სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. წარმოდგენილი იქნება: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე – „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია – „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე – „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი – კომპოზიცია „მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე – „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი – ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები – ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი – „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე – „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.

თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა – „მუარეიქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.

5 ოქტომბერი

რიყის პარკი

12:00 – 20:00

•           ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი

•           ტკბილეულის ფესტივალი

•           საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები

•           საბავშვო კონცერტი

•           ინსტალაცია – ,,ფიროსმანის პერსონაჟები“

•           სპორტული აქტივობები

•           ,,მულტიეთნიკური თბილისი”

ორბელიანის მოედანი

12:00 – 20:00

•           ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”

•           ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები

•           თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები

•           ,,ORBELIANI OPEN MARKET”

•           მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა” და ,,ხანუმა”)

•           პროექტი „გვიდირიჟორე“

ლეღვთახევი

12:00-22:00

•           „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი    

12:00-18:00

•           სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

ორბელიანის მოედანი

•           14:00 – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – „WayneMcGregor“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

•           20:00 – თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია

6 ოქტომბერი

რიყის პარკი

12:00 – 20:00

•           ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი

•           ტკბილეულის ფესტივალი

•           საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები

•           საბავშვო კონცერტი

•           ინსტალაცია – ,,ფიროსმანის პერსონაჟები“

•           სპორტული აქტივობები

ორბელიანის მოედანი

12:00 – 20:00

•           ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”

•           ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები

•           თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები

•           ,,ORBELIANI OPEN MARKET”

•           მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა” და ,,ხანუმა”)

•           პროექტი ,,გვიდირიჟორე”

ლეღვთახევი

12:00-22:00

•           „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი    

12:00-18:00

•           სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

ორბელიანის მოედანი

•           17:00 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი

ევროპის მოედანი        

•           20:00 სპექტაკლი ,,MUARE EXPERIENCE” – საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში