თბილისში კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა

614

თბილისში კიდევ ერთი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, კოტე წერეთლისა და მისი ვაჟის, მხატვარ სოსო წერეთლის, ერთ-ერთი „თვითმფრინავის ბიჭის“ ბინა-მუზეუმში სარემონტო სამუშაოები შარშან დაიწყო.

მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიციის მცდელობაა აღადგინოს სურათი საბჭოთა იმპერიის 1980-იანი წლების საქართველოდან.

სამუზეუმო სივრცე ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი კოტე წერეთლის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მეორე კი მისი ვაჟის შემოქმედებას ასახავს.

სოსო წერეთელი იმ შვიდ ახალგაზრდას შორის იყო, ვინც 1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავით თურქეთში გაქცევას შეეცადა. თვითმფრინავის გატაცების მცდელობისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ ყველანი სასტიკად დასაჯა. სოსო წერეთელი ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა. ამბობდნენ, რომ მასთან ექიმიც კი არ მიუშვეს.

მუზეუმის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.