1 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ ქალაქ რიგის სტრადინსის უნივერსიტეტის შერეული გუნდი „რიგა“, ევიტა ტარანდას და ზანე ზილბერტეს დირიჟორობით, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით და ლატვიელი ორგანისტი – ილზე დუმინა-კროია.