თბილისში სინათლის ფესტივალი გაიმართება

591

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ბოქს მედია ჯგუფს “შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ფესტივალების, სოციალური და საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და კინოჩვენებების ჩატარება.

მემორანდუმის პირობების მიხედვით, ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება.

ფესტივალისთვის ბაღი გაფორმდება სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით.

სინათლის ფესტივალი 5-6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები არიან „ბოქს მედია ჯგუფი“დასაქართველოსეროვნულიბოტანიკურიბაღი, ხოლო მხარდამჭერია თბილისის მერია.