თბილისში ფესტივალი RedRum გაიმართება

732

თბილისში ფესტივალი RedRum გაიმართება 6 ივნისს, კლუბ
Elektrowerk–ში გაიმართება. პროექტი Terror Crew Promotions–ისა (შვედეთი) & Locomotive Promotion–ის (საქართველო) ერთობლივი ნამუშევარია.

“REDRUM FESTIVAL კონცერტების სერია როკ, მეტალ და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულთათვის, ქართული და უცხოური ბენდების და არტისტების მონაწილეობით. ჩვენი მიზანია მოხდეს ქართველი არტისტების წარმოჩენა და ასევე მათ მიეცეთ უცხოელ არტისტებთან ერთ სცენაზე, საერთო კონცერტებზე გასვლის შესაძლებლობა. შემოგვიერთდით, შევქმნათ ჩვენი ანდერგრაუნდის თანამედროვე სახე, ჩვენთვის ორგანული გარემო რომლითაც ვიამაყებთ”, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალში მონაწილეობენ:

VasGorShalRud

Infadus

Nadja

Psychonaut 4

SamadhiSitaram

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი უკვე მეხუთედ ტარდება.