29 სექტემბერს 19:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის წიგნის – “შვებულებაში გასული ანგელოზი” წარდგენა და პერსონალური გამოფენა გაიმართება.
ნოველების კრებული -“შვებულებაში გასული ანგელოზი” ავტორის რიგით მეორე წიგნია.
თითა ბალანჩივაძემ მკითხველს თავი ზღაპრების კრებულით გააცნო. ამჯერად კი იგი თავის ექსპრესიულ და არაორდინარულ პროზას გაგვაცნობს. წიგნის წარდგენასთან ერთად, საღამოზე მოსულ სტუმრებს ელით გამოფენა, რომლითაც ავტორის ნამუშევრებს გაეცნობიან. გამოფენაზე წარმოდგენილი კომპოზიციები თემატურად უკავშირდება წიგნის შინაარსს.