Bron Studios, Rare Bird Films და რიტა უილსონი თოჯინა ბარბის შემქმნელის, რუთ ჰენდლერის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ.
ფილმს “ოცნების თოჯინა” ერქმევა და ჰენდლერის მიერ 1945 წელს კომპანია Mattel-ის შექმნასა და 1959 წელს თოჯინა ბარბის შექმნის ისტორიას გვიამბობს.
“მსოფლიომ უნდა გაიგოს ყველაფერი ამ ფენომენალურ ქალზე, რომელიც თოჯინის უკან დგას. გადავწყვიტეთ რიტა უილსონთან, კრისტიან კროკერთან, ანდრეა ნევინსთან და Bron Studios-თან თანამშრომლობა, რათა რუთის ისტორია ყველას ვუამბოთ”, – წერია რუთ ჰენდლერის ქალიშვილის, ბარბარას და შვილიშვილის, შერილ სიგალის ერთიობლივ განცხადებაში.