მწერალ ელიფ შაფაქის წინააღმდეგ თურქეთში გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
ცნობლია, რომ საქმეზე გამოძიება სხვა თურქი მწერლების მიმართაც მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით ყველაფერი სოციალურ ქსელში კამათით დაიწყო, სადაც მკითხველები თურქულ ლიტერატურაში ბავშვსა და სექსუალურ ძალადობაზე წერას აკრიტიკებდნენ.
„მათ სურთ ნებისმიერი რამის გამოძიება თურქული ლიტერატურიდან, რაც შეიცავს პასაჟს სექსუალური ძალადობის შესახებ ბავშვებზე. რა თქმა უნდა, ირონიაა, რომ ესაა ქვეყანა, სადაც გვაქვს მზარდი რიცხვი სექსუალური ძალადობისა ქალებისა და ბავშვების მიმართ. თურქეთის სასამართლოები არ მოქმედებენ, კანონი არ იცვლება. და ქვეყანაში, სადაც სექსუალური ძალადობის აღსაკვეთად სასწრაფო ქმედებაა საჭირო, ამის მაგივრად, მწერლებს დევნიან. ეს უდიდესი ტრაგედიაა”, – აცხადებს მწერალი.
ინგლისის მწერალთა ასოციაცია მომხდარის გამო შეშფოთებულია.