ანტიკურ საპორტო ქალაქ პარიონში არქეოლოგიური გათხრებისას 1900 წლის საფლავი და სტელა აღმოაჩინეს. როგორც გათხრების ხელმძღვანელი, პროფესორი ვედატ კელეში აცხადებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი აღმოჩენაა.
სტელაზე ორი მთავარი ფიგურაა გამოსახული – ქალი და მამაკაცი. უკან ფონზე მოსამსახურეები და სხვადასხვა ნივთები ჩანს.
ასევე არის წარწერა: “გათავისუფლებული ლუციუს ფურნიუს ლესბონაქსი ამ სტელას თავის თავს და თავის ცოლს, ფურნია სიმპნერუზას უძღვნის”.
