იაპონური ანიმაცია Spirited Away ჩინეთში პირველად უჩვენეს. BBC-ის ინფორმაციით, ანიმე, 2001 წელს გამოვიდა და ის 18 წლის შემდეგ ჩინეთის კინოთეატრებში ყველაზე მოთხოვნადი ფილმი გახდა და მან Disney-ის „სათამაშოების ისტორია 4“-ს გადაუსწრო.
ჩინეთის ბილეთების გაყიდვის აპლიკაციის Maoyan-ის მონაცემების თანახმად, Spirited Away-ის მფლობელმა კომპანიამ The Studio Ghibli film-მა ჩინეთის კინოთეატრებში ჩვენებებით $27.7 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
აქამდე ჩინელები Spirited Away-ის პირატული ვებგვერდების ან DVD-ის საშუალებით უყურებდნენ.
იაპონური ანიმე 10 წლის გოგოს ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მშობლებთან ერთად მიტოვებულ პარკში ხვდება. ანიმე პირველი არაინგლისურენოვანი ანიმაციაა, რომელმაც ოსკარი მიიღო.
ჩინეთს უცხოური ფილმების ნაწილზე შეზღუდვები აქვს დაწესებული. იაპონური ანიმეს აქამდე შეზღუდვა კი ორ ქვეყანას შორის წარსულში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება.