უკვე გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ იგის მეორე ნაწილის თრეილერი.
სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციისთვის, რეჟისორ ანდრეს მუსკეტის სისხლი არ დაენანა. მთავარი როლის შემსრულებლის, ჯესიკა ჩესტეინის თქმით, წინ ჰორორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სცენა გველის.
იგის გაგრძელება, უკვე გაზრდილი ბავშვების ისტორიას გვიყვება. მათ მშობლიურ ქალაქში ბოროტი ჯამბაზი კვლავ ბრუნდება და ისინიც, ასრულებენ დადებულ პირობას და მასთან საბრძოლველად ძალებს იკრებენ. უკვე გაზრდილ პერსონაჟებს ასრულებენ ჯეიმს მაკევოი, ბილ ჰეიდერი და ჯესიკა ჩესტეინი.
ფილმი კინოეკრანებზე 6 სექტემბერს გამოდის.