კანის კინოფესტივალზე წარდგენილი ფილმის სცენარი აირა საქსმა იზაბელ უპერისთვის დაწერა. ფილმში მოთხრობილია მსახიობი ქალის ისტორია, რომელიც გაიგებს, რომ მძიმე სენითაა დაავადებული.
უპერის თქმით, მისი პერსონაჟი იმ ქალთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც ყველაფრის კონტროლი სურთ.
„ფილმში მთავარ როლს ბუნება ასრულებს. გადაღებები მიმდინარეობდა პორტუგალიის ქალაქ სინტრის შემოგარენში“, – განაცხადა რეჟისორმა.