ინგლისელმა მხატვარმა ჯეიმი ჰოლმანმა ავტოსადგურზე პერფორმანსი მოაწყო, რომლის ფარგლებშიც 150 ადამიანი იქირავა. მან დაქირავებულ პირებს 10 ფუნტი გადაუხადა და ყმუილი მოსთხოვა.
“ჩემი ახალი ნამუშევარია Howl. 150 ადამიანი შეიკრიბა ქალაქ პრესტონის ცნობილ ავტოსადგურზე და ინგლისის ბოლო მგელს პატივი მიაგეს. მათ ასევე პატივი მიაგეს იმ ხალხის ხსოვნას, რომლებიც ჩვენ ერთი წლის განმავლობაში დავკარგეთ”, – წერს ჰოლმანი.
A new work – HOWL. 150 people gather on Prestons iconic Brutalist Bus Station and howled for the last wolf in England, killed on Morecambe bay and for all and those people we lost this year. Howls of pain, relief and wildness. @alexmistlin @helenpidd @valentinalow @johnrobb77 pic.twitter.com/eZAsCeyGud
— Jamie Holman (@jamie_l_holman) May 30, 2021