ინგლისში სასახლე გაქურდეს

225

ინგლისის მუზეუმებმა კარანტინის შემდეგ მუშაობა აღადგინეს, თუმცა, ერთ–ერთი მათგანი უკვე გაქურდეს. დასავლეთ სასექსის საგრაფოში მდებარე არუნდელის სასახლიდან 1,4 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპონატები გაიტაცეს. სასექსის სამართალდამცველი ორგანოები ადგილობივ მაცხოვრებლებს მიმართავენ და სთხოვენ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მძარცველებს შეეხება, მათ გაუზიარონ.

მე–15 საუკუნის სასახლიდან ოქროს და ვერცხლის არტეფაქტები მოიპარეს, ყველაზე ძვირფასი ექსპონატი კი მათ შორის დედოფალ მარია სტუარტის სამლოცველო კრიალოსანია. ისტორიკოსების განცხადებით, 1587 წლის 8 თებერვალს, შოტლანდიის დედოფალი სიკვდილით დასჯისას სწორედ ამ კრიალოსანით ხელში იყო.