ინდოელი კომიკოსი მანჯუნათ ნაიდუ დუბაიში წარმოდგენის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Gulf News ავრცელებს.
წარმოდგენის დაწყებიდან 15 წუთში, კომიკოს სუნთქვა გაუჭირდა და სკამზე ჩამოჯდა, სულ მალე კი აუდიტორიის წინაშე წაიქცა. მაყურებლებს ეს კომიკოსის წარმოდგენის ნაწილი ეგონათ, თუმცა მალევე სასტუმროს თანამშრომლები, სადაც შოუ იმართებოდა, ნაიდუს დახმარება სცადეს.
კომიკოსი-მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საბოლოოდ კი 36 წლის კომიკოსს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.