ნიუ–იორკის მოდის კვირეული იწყება

697

ნიუ–იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერები 2020 წლის გაზაფხულ–ზაფხულის კოლექციებს წარადგენენ.

კვირეულის პირველი ორი დღე ახალგაზრდა დიზაინერების კოლექციებს დაეთმობა. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქველმოქმედო ნამუშევრებს, რომლებიც კონგოს მოდის კვირეულზეც იქნება წარმოდგენილი.

6 სექტემბრიდან კი კვირეულზე თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ ისეთი დიზაინერები, როგორც ტომ ფორდი, ჯერემი სკოტი, კაროლინა ერერა, ტომი ჰილფიგერი, რალფ ლორენი, მარკ ჯეიკობსი, ფილიპ ლიმი და ტორი ბერჩი.

ნიუ–იორკის შემდეგ მოდის კვირეული ლონდონში, მილანსა და პარიზში გაიმართება.