მოდელი ირინა შეიკი ნიუ-იორკში, ჩოგბურთის ტურნირს – The US Open men’s ფინალს დაესწრო. ფინალის ყურებისას მოდელს ემოციები არ დაუმალავს. შეიკის ემოციები კი პაპარაცებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.
აშშ-ს ღია პირველობას სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ, მათ შორის უმა თურმანი, კარლა კლოსი და რეიჩელ ბროსნაჰანი. ტურნირი ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოიგო. ფინალში მან რუს დანიილ მედვედევს სძლია.