იტალიის წამყვანი ტელევიზიიდან 120 ნახატი მოიპარეს

640

იტალიის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიამ RAI განაცხადა, რომ საკუთარი კოლექციიდან ხელოვნების დაახლოებით 120 ნიმუში დაიკარგა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ძარცვები სისტემატიურად, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა, აქამდე მათ შესახებ ცნობილი არ იყო.

რამდენიმე თვის წინ RAI-ს ოფისში იტალიელი მხატვრის ოტონე როზაის ნამუშევარი “არქიტექტურა” კედლიდა ჩამოვარდა. შემოწმებისას ნამუშევარი ხარისხიანი ასლი აღმოჩნდა. ამის შემდეგ სრული კოლექციის, რომელიც 1500 ნამუშევარს ითვლის, რევიზია ჩატარდა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ თიტქმის 120 ნამუშევარი ასლებითაა ჩანაცვლებული.

მოაპრულ ნამუშევრებს შორის არის ამადეო მოდილიანის, კლოდ მონეს, ალფრედ სისლეის, რენატო გუტუზოს, ჯორჯო დე კრიკოს, ჯოვანი სტრადონეს და ფრანჩესკო მენციოს ნამუშევრები.