იტალიური მხატვრობის სამი საუკუნე ეროვნულ გალერეაში

1160

27 სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ტრიესტის ანტიკური ხელოვნების ეროვნულ გალერეაში დაცული ნამუშევრების გამოფენას „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე”. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დამთვალიერებელი იხილავს იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს იმდროინდელი მხატვრობის ძირითადი მიმდინარეობებისა და ჟანრების – პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის – ვრცელ პანორამას. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აქ წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ესკიზები.

გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.