„კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“ – სოფო ჩერქეზიშვილის გამოფენა

683

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ სოფო ჩერქეზიშვილის გამოფენას „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე”. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ვარცელებს.

პროექტში „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე” ფერწერული ტილოების დინამიკა, როგორც უწყვეტი კადრი, გადადის ინსტალაცია-ობიექტთან. თითოეულ მათგანში კავკასიონის ფორმას ამოიკითხავთ. ისინი ქმნიან ჯარს, ცალკე ინდივიდებისა, რომლებიც პატარა მთებივით არიან. ქალის სილუეტები ხისგანაა გამოჭრილი და ყველა მნახველს ექნება საშუალება ერთი წუთით მოირგოს ეს სხეული და გახდეს ამ ჯარის ნაწილი.

გამოფენა 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.