კალიფორნიაში ფესტივალზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

1081

კალიფორნიაში ფესტივალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობი.

როიტერის ინფორმაციით არიან დაჭრილები, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ამერიკული მედიის ინფორმაციით კი, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი.

მომხდარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი წერს, რომ პოლიცია ადგილზე იმყოფება, თუმცა თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ადგილზე პოლიციის ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.