სოციალური ქსელის გერმანელი მომხმარებელიMaximilian Becher,Spend your summer in Georgia-ს Facebook გვერდზე ფოტოს შემდეგი ტექსტით აქვეყნებს.
„მე ვარ გერმანიდან. საქართველო ჩემი საყვარელი და მეორე ქვეყანაა. საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ბორჯომს მეც დავლევ“, – წერს Maximilian Becher.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ეს კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აკრძალა ავიარეისები რუსეთ-საქართველოს მიმართულებით და ტურ-ოპერატორებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ჯავშნების გაკეთებისგან.
