კანის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის ალენ დელონს გადასცეს. ამის შესახებ Euronews უწყება. ფრანგ მსახიობს ჯილდო საკუთარმა შვილმა გადასცა. კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.
მისთვის კანის ფესტივალის ჯილდოს გადაცემას ფემინისტები ეწინააღმდეგებოდნენ. ინტერნეტში დელონისთვის ჯილდოს გადაცემის წინააღმდეგ პეტიციაც გავრცელდა, რომელსაც თითქმის 18 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.