კანის კინოფესტივალზე კორეული ფილმი წარმატებით წარსდგა

697

კორეელმა კინორეჟისორმა ბონ ჯუნ ჰომ, რომელსაც კვენტინ ტარანტინომ “ახალგაზრდა სპილბერგი” უწოდა, ახალი ფილმი “პარაზიტი” წარადგინა.

რეჟისორის თქმით, მისი შთაგონების წყარო დეკალკომანიაა – კონცეფცია ხელოვნებაში, რომლის პრინციპიც სხვადასხვა ზედაპირებზე გამოსახულების გადატანაა.

ფილმში მდიდრებსა და ღარიბებს შორის ურთიერთობის სატირაა გადმოცემული, თუმცა ამავდროულად ეს კრიმინალური ტრილერი და შავი კომედიაცაა.