კანის კინოფესტივალზე ჩასული მსახიობი გაქურდეს

176

მსახიობი ჯოდი ტერნერ–სმითი, რომელიც კანის კინოფესტივალზე ჩავიდა, გაქურდეს. ფილმ “ანა ბოლეინის” ვარსკვლავს სამკაულები პირდაპირ სასტუმროს ნომრიდან მოპარეს. საიუველირო ნაწარმს, რომელიც რამდენიმე ათას დოლარადაა შეფასებული, პოლიცია ეძებს.

მომხდარის შემდეგ ტერნერ–სმითი სხვა სასტუმროში გადავიდა და სამართალდამცველები მის დაცვას უზრუნველყოფენ.