რენესანსის ეპოქის ცნობილი მხატვრის, მიქელანჯელო და კარავაჯოს ფერწერული ტილო “ივდითი და ოლოფერნი” აუქციონის დაწყებამდე გაიყიდა. წინასწარი მონაცემებით, ნახატის ღირებულება 100-150 მილიონი ევროდ იყო შეფასებული.
“ნახატი უკვე გაიყიდა”, – განაცხადა სააუქციონო სახლის Labarbe–ს წარმომადგენელმა. თუმცა, მან უარი განაცხადა მყიდველის ვინაობისა და ფასის დასახელებაზე.
