„კარიბის ზღვის მეკობრეებში“ ჯონი დეპის დასაბრუნებლად პეტიცია შეიქმნა

1076

კარიბის ზღვის მეკობრეების ფანებიფრენჩაიზში ჯონი დეპის პერსონაჟის ჯეკ ბეღურას დაბრუნებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით საიტზე Change.org მორიგი პეტიცია გამოჩნდა.

ამ დროისთვის პეტიციას 16 ათასი ხელმომწერი ჰყავს. საჩივრის შემქმნელი, რომლის ნიკნეიმიაFemke ამბობს, რომ დეპის გარეშე მეკობრეები ვერ წარმოუდგენია.

სტუდია Disney მეექვსე კარიბის ზღვის მეკობრეების გადაღებებისთვის ემზადება, რომელშიც ჯეკ ბეღურა არ იქნება. რეჟისორის პოსტს ტერი როსიო იკავებს, ძველ როლებს დაუბრუნდებიან ორლანდო ბლუმი და კირა ნაითლი.