როგორც გერმანელი გამომცემელი გერჰარდ შტაიდლი აცხადებს, ცნობილი დიზაინერის, კარლ ლაგერფილდის მიერ დახატული კარიკატურები წიგნის სახით დაიბეჭდება.
შტაიდლის განმარტებით დიზაინერის ამ ჰობის შესახებ მხოლოდ ახლო მეგობრებმა იცოდნენ.
„ის ხშირად ამბობდა, რომ ილუსტრატორობა სურდა. მას ძალიან აინტერესებდა პოლიტიკა, როგორც გერმანული, ისე საერთაშორისოც,“ – აღნიშნა შტაიდლმა.
ლაგერფელდი ემზადებოდა თავისი პოლიტიკური კარიკატურების გამოსაქვეყნებლად, თუმცა 2019 წლის თებერვლის ბოლოს უეცრად გარდაიცვალა.
„კრებული სახელად „კარლიკატურები“ სულ მალე გაიყიდება“, – დასძენს შტაიდლი.