პროსპერ მერიმეს მიერ დაწერილი და შემდეგ ჟორჟ ბიზეს მიერ ოპერად ქცეული წიგნის, „კარმენის“ ეკრანიზაციას ბენჟამენ მილპიე გადაიღებს. ეს მისი დებიუტი გახდება სრულმეტრაჟიანი ფილმების სფეროში.
„„კარმენი“ ჩემი ბავშვობის საყვარელი ოპერაა. ძალიან მინდოდა ამ მუსიკალური ფილმის გადაღება და ამის საშუალება ახლა მომეცა“, – განაცხადა მილპიემ.
მთავარ როლებს მელისა ბერერა და ჯეიმი დორნანი შეასრულებენ. სცენარს კუბელი დრამატურგი, პულიცერის პრემიის მფლობელი ნილო კრუზი დაწერს, ხოლო მუსიკას ნიკოლას ბრიტელი.