კევინ სპეისი კინოში ბრუნდება

304

კევინ სპეისის იტალიელმა რეჟისორმა ფრანკო ნერომ თავის ახალ ფილმში მთავარი როლი შესთავაზა. სიუჟეტის მიხედვით, თავად ნერო ბრმა მხატვრის როლს ასრულებს, რომელსაც ფიზიკური ნაკვთების ხატვა ადამიანების ხმების საშუალებით შეუძლია. სპეისის დეტექტივის როლი ერგო, რომელიც მხატვრის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს იძიებს.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საქმე კევინ სპეისის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი სექსუალურ ძალადობაში დასდეს – დაიხურა. 2019 წლის 17 ივნისის დოკუმენტაციის თანახმად, საქმე “მოწმის ჩვენებების არ არსებობის” გამო აღარ გაგრძელდება. საქმის მასალების თანახმად ახალგაზრდა მამაკაცის მტკიცებით, 2016 წელს ქალაქ ნანტაკეტში მდებარე რესტორან Club Car–ში სპეისიმ მას სასმელი უყიდა, რის შემდეგაც თავისთან სახლში დაპატიჟა და სექსი შესთავაზა. იმ დროს მამაკაცი 18 წლის იყო. ის ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ტელეფონით გადაღებული აქვს.